ჩაიკოვსკის იუბილეს თბილისში კონცერტით აღნიშნავენ

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, გამოჩენილი კომპოზიტორის – პეტრე ჩაიკოვსკის 175 -ე იუბილეს, 7 მაისს აღნიშნავენ.

1886-1890 წწ. პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში. მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. თბილისსა და ბორჯომში ჩაიკოვსკიმ დაწერა საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“.

ჩაიკოვსკი ბორჯომში 1887 წელს, ექიმის რჩევით, ისვენებდა. ბორჯომიდან წასვლის შემდეგ წერდა: „ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“.

 

პეტრე ჩაიკოვსკი ბორჯომში

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”4790″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1430720874697″]

მსგავსი პოსტები

Back to top button