სპორტი

ჩაკვეტაძე ჯერ ფორმაში არ არის,-ვილი სანიოლის უზბეკეთთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უზბეკეთთან ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და პ
ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.

თავკაცმა შვედეთთან მოგების მთავარ კოზირად გუნდურობა დაასახელა.

ასევე,თქვა,რომ სურს წლევანდელი სერია მოგებით დაასრულოს და უზბეკეთთან გასამართი წლის ბოლო მატჩის მოგებას გეგმავს.

სანიოლი შეეხო კონკრეტულ ფეხბურთელებს კვარაცხელია და წიტაიშვილი შეაქო. ჩაკვეტაძის მისამართით კი თქვა,რომ ნიჭიერია,თუმცა ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა ჭირდება.

შეგახსენებთ რომ დღეს,18 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უზბეკეთს გორის სტადიონზე ტესტ მატჩში დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button