მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ტორესა მოსი ავტომანქანის დაბრუნებას ითხოვს

მწერალი ტორესა მოსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი დაკავების შემდეგ, საჯარიმოზე გადატანილი საკუთარი ავტომანქანის უკან დაბრუნებას სთხოვს.
ამის შესახებ, პოლიტიკური პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრმა, ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უწყებას მიმართა.

მწერალი განმარტავს, რომ საჯარიმოდან, საკუთარი ავტომანქანის წაღების შესაძლებლობას არ აძლევენ და ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნიან.

“მე რომ ვერ შემატრიალეთ გუშინ, ახლა გადაწყვიტეთ, რომ მანქანა არ გამატანოთ და მაწვალოთ. გუშინ კვირაა ხვალ მოდიო. დილით 10:00-ზე მოვედი და საათნახევარია ხან რას იგონებენ და ხან რას. ახლა უცბად ბრძანება მოვიდა და მთელი განყოფილება თბილისში მიჰყავთ აქციაზე. ანუ დღეს შეიძლება საერთოდ ვერ გავიყვანო მანქანა. და აი სანამ ამას ვწერდი მითხრეს, რომ თანამშრომელი რომელმაც აქტი უნდა მომცეს გუშინ მორიგე იყო და დღეს ისვენებს და ტყუილად ნუ ვდგევარ. აქ ვიდგები ფეხმოუცვლელად სანამ ჩემი მანქანა, რომლის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, დამიბრუნდება. ანუ გუშინ რომ მოვედი და დღეს კვირაა ხვალ მოდიო რომ მითხრეს, თურმე გუშინ იყო ის ადამიანი მორიგე და დღეს ტყუილად ველოდები და რა ქნან აქტი სეიფში დევს. სერიოზულად? მე სამოწყალოდ კი არ ვარ თქვენ კარზე მოსული. მანქანა დამიბრუნეთ სასწრაფოდ”- წერს ტორესა მოსი.

12 ნოემბერს, უსაფრთხოების სამსახურის კახეთის განყოფილებასთან აქცია პერფორმანსისათვის, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ტორესა მოსი, თელავის რაიონულმა სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა და საქმის განხილვა, 19 ნოემბრისთვის გადადო.
სამართალდამცავი უწყება, მწერალს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმინდაორჩილებლიბად ედავება.
ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის ბლოკირებისათვის, საპატრულო პოლიციამ ტორესა მოსის 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რომელსაც ის ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button