ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ – ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და ცოტა ხნის წინ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული საუბრის ჩანაწერზე ისაუბრა.

“დღევანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური უკანონო მოსმენები, არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ერთადერთი რის გამოც შეიძლება მისმენდნენ არის ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ. ეს გაკეთებული უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა, სავარაუდოდ 19 ოქტომბერს.

პირველ რიგში სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, მისი პოზიციები ჩემთვის საინტერესოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიზიარებ ყველა პოზიციებს.

ჩვენ სიტვბის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით რაზეც ის საუბრობს. რამდენად გავიზიარე ეს რჩევა შეგიძლიათ ნახოთ, თუ იპოვით ერთ ბარიკადს მაინც გავაგრძელოთ საუბარი.

ყველა პოლიტიკოსს აქვს უფლება გამოხატოს თავის აზრი და ის იღებს ამაზე პასუხისმგებლობას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბევრ პოლიტიკურ ძალასთან. იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ჩემთან საუბარში. არც ერთი ძალა არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიდან,”-აცხადებს ნიკა გვარამია.

მსგავსი პოსტები

Back to top button