Charlie Hebdo-მ მერკელის კარიკატურა გამოაქვეყნა
ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა, Charlie Hebdo-მ ყდაზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელსაც მარჯვენა ხელში მარტინ შულცის მოკვეთილი თავი უჭირავს, ხოლო მარცხენაში – სისხლიანი დანა.
ავტორებმა კარიკატურის გვერდზე გერმანული ყოველკვირეული გაზეთის – Der Spiegel-ის 4 თებერვლის გამოშვების ასლი განათავსეს წარწერით: “Spiegel-ის მკითხველი გააფთრებულია”.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მარტინ შულცი ბუნდესტაგის მოსალოდნელ არჩევნებში, რომელიც 2017 წლის სექტემბერში ჩატარდება, მერკელის მთავარი მეტოქე იქნება. მერკელის გამარჯვების შემთხვევაში, ფრაუ ანგელა გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას მეოთხედ დაიკავებს.