Charlie Hebdo-მ პარიზის ტერქტები დაგმო
ფრანგული ყოველკვირეული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს რედაქციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც მან პარიზში განხორციელებული ტერაქტები დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა, – იუწყება ტელეარხი BFM TV.
“Charlie Hebdo-ს რედაქცია, პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, აღშფოთებას გამოთქვამს. Charlie Hebdo დაღუპულთა ოჯახებს ღრმა მწუხარებას და მხარდაჭერას უცხადებს. ჟურნალი გმობს ტერორისტების მიერ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც ისლამიზმის ტოტალიტარულ იდეოლოგიას ემსახურებიან და დემოკრატიული რესპუბლიკის ფასეულობების განადგურების მეტი სხვა მიზანი არ გააჩნიათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარიზში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება – “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო.