Bataclan-ს Charlie Hebdo-ს მხარდაჭერის გამო შეუტიეს [Photo]

შესაძლებელია, ტერორისტებმა Bataclan-ის საკონცერტო დარბაზზე იერიში ჟურნალ Charlie Hebdo-ს გამო განახორციელეს. შენობის შესასვლელთან ბანერი ეკიდა, წარწერით: “Je suis Charlie” – “ჩვენ ყველა შარლი ვართ”.

იტალიურმა გამოცემა La Repubblica-მ ფოტოსურათი გამოაქვეყნა, სადაც საკონცერო დარბაზის შესასვლელთან აღნიშნული წარწერა ეკიდა. ჟურნალისტების ვარაუდით, ტერორისტებისთვის თავდასხმის საბაბი ზუსტად ეს წარწერა გახდა.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორანს თავს დაესხნენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 132 მიაღწია, 352 დაიჭრა. 15 ნოემბერს, კიდევ 3 დაჭრილი გარდაიცვალა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23061″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button