მნიშვნელოვანისიახლეები

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 072 პირი,

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 160 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 993 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა

📌აჭარა – 204

📌იმერეთი – 437

📌ქვემო ქართლი – 120

📌შიდა ქართლი – 174

📌გურია – 99

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184

📌კახეთი -147

📌მცხეთა-მთიანეთი -66

📌სამცხე-ჯავახეთი – 50

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ეპიდემიოოლოგები კი ქვეყანაში მეექვსე ტალღას პროგნოზირებენ
ქვეყანა მეექვსე ტალღის მოლოდინშია. ეპიდემიოლოგები სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ ინფიცირებულთა და ლეტალობის მაჩვენებლების ზრდას არ გამორიცხავენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “ომიკრონის” შტამი მოსახლეობაში მასშტაბურად გავრცელდება, მდგომარეობა მეტად დამძიმდება.
სპეციალისტები მოსახლეობას ისევ იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ეპიდემიოლოგების ხმა

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 916 477 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 869 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 221 კი გარდაიცვალა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 916 477 შემთხვევა. მათგან 869 411 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button