მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში პროცესს ვერ დაესწრება

დღევანდელი პროცესი საზღვრის კვეთის საქმეს უკავშირდება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ვერ დაესწრება.

სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი ხვალ არის დაგეგმილი 7 ნოემბრის საქმეზე, მომდევნო კვირაში კი სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმსჯელებს.

უფლებადამცველების თქმით, ყველა ეს საქმე ნათლად აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება.

ადვოკატების ბექა ბასილაიას და შოთა თუთბერიძის ხმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია.
ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები.

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფლებადამცველები დღის მეორე ნახევარში მოინახულებენ. გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტს დღეს თანაგუნდელებიც შეხვდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button