ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე წითელი საცვალი აღმართეს [Photo/video]
ჩეხეთში, პრაღის გრადში, პრეზიდენტ ზემანის რეზიდენციაზე საელმწიფო დროშა წითელი საცვლით შეცვალეს. ინციდენტთან დაკავშირებით, 3 ადამიანი დაკავებულია, – გადმოსცემს BBC.
პერფორმანსის ორგანიზატორი არტ-ჯგუფი Ztohoven-ია, რომელიც პოლიტიკური განცხადებებითაა ცნობილი. შემოქმედებითმა კოლექტივმა, ამგვარი საპროტესტო ფორმით, პრეზიდენტ მილოშ ზემანისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა.
ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ დროშის ნაცვლად, ზუსტად წითელი საცვალი შეჰფერის „ადამიანს, რომელსაც არაფრის რცხვენია.“ ზემანი ჩინეთიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც ჩინეთის ხელმღვანელობა საჯაროდ შეაქო. Ztohoven აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ფლანგშტოკისთვის წითელი საცვალი ზედგამოჭრილია, ვინაიდან ჩინეთის დროშის ფერია.
თავის განცხადებებში, ზემანი ხშირად აკრიტიკებს ევროპაში ჩასულ მიგრანტებსა და ლტოლვილებს. რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის დაცვისთვის, პრეზიდენტს კვერცხები დაუშინეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18559″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]