“26 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული” [Audio]

კახეთის რეგიონში 26 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ყურძენს 58 კომპანია იბარებს, მათ შორის 11 სახელმწიფო ქარხანაა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კახეთში რამდენიმე ქარხანა დაათვალიერა. გელა სამხარაული, “რთველი 2015-ის” საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, „თელავის ღვინის მარანს“ ესტუმრა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.

სამხარაულმა რთველის მიმდინარეობისას წარმოქმნილ პრობლემებზე, მათ შორის ქარხნებთან არსებულ რიგებზე გაამახვილა ყურადღება და მევენახეებს მოთმინებისკენ მოუწოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს კახეთში 200 000 ტონა ყურძნის მოსავალს ვარაუდობს, საიდანაც 130 000 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის იქნება.

გელა სამხარაული_გიორგი სამანიშვილი_-ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button