სპორტი

ჩელსის ახალი მწვრთნელი ყავს… პირველი გერმანელი არისტოკრატებში

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩელსის ახალი მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი იქნება.

პარი სენ-ჟერმენს, ტუხელი ორწლინახევრის განმავლობაში წვრთნიდა და „სტემფორდ ბრიჯზე“ მისვლისთანავე, 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

პარიზული გრანდიდან, გერმანელი სპეციალისტი გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

რაც შეეხება მის წინამორბედს, „ჩელსის“ დირექტორატმა, ფრენკ ლამპარდი, დაკავებული თანამდებობიდან სულ რაღაც ორი დღის მოხსნა.

ახალმა თავკაცმა პირველი ვარჯიში გუშინ საღამოსვე ჩაატარა.

დღეს „ჩელსი“-ს ფეხბურთელები „ვულვერჰემპტონს“ პრემიერლიგის მორიგ მატჩში დაუპირისპირდებიან.

თომას ტუხელი არისტოკრატებში მიწვეული მე-13 მწვრთნელია მას შემდეგ რაც კლუბი, რუსმა მილიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა შეიძინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button