მსოფლიოსიახლეები

ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის ყოფილი მეთაური გამოკითხვაზე 26 იანვარს დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს. მანამდე ფინანსურმა პოლიციამ აბილგაზიევს რადიოსიხშირეების გაყიდვის საქმეზე აგორებული სკანდალის გამო, ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

2020 წლის მაისში ყირგიზმა დეპუტატმა ჟანარ აკაევმა განაცხადა, რომ მთავრობამ ორი რადიოსიხშირე უკანონოდ, დემპინგურად დაბალ ფასად გაყიდა და ამაში პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა. დეპუტატმა ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 5 მილიარდ სომად (59 მილიონი დოლარი) შეაფასა. ამის შემდეგ აბილგაზიევი შვებულებაში გავიდა, 15 ივნისს კი თანამდებობა დატოვა.

მოგვიანებით ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. კორუფციის საქმეზე 5 ადამიანი, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომლები დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button