“ჩემი ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო” – შალვა აბულაძე

ჩემი11136848_360151614191028_500618325_n პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადება შალვა აბულაძემ ადვოკატის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ გააკეთა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შემდეგ დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით.

“ჩემი მეგობრის 19 წლის ორსული საცოლე აწამეს, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს. ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ”, – განაცხადა შალვა აბულაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button