თელავში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას ითხოვენ
თელავში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას ითხოვენ და ქალაქის მერს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ.
ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეებიდან” საკრებულოს წევრის ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, აუცილებელია რომ მოკლე დროში მოხდეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნა, რადგან ქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა დღითიდღე მწვავდება.
ვარდოშვილი ირწმუნება, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებს ანტირაბიული აცრების ჩასატარებლად ათობით ადამიანი აკითხავს. ქალაქის მერიაში ამ თემაზე ადგილობრივ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.