მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩს პარიზი მიიღებს

უეფა-ს აღმასკომის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიართება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზით, რუსეთს ჩამოერთვა მთავარი ევროტურნირის ფინალური მატჩის ორგანიზების უფლება.

უკვე ცნობილია, რომ ფინალის ჩატარების უფლება გადაეცა პარიზს, BBC-ის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ Uefa-ში განაცხადეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი Gazprom Arena-ს ნაცვლად Stade de France-ზე გაიმართება.

ბოლოს ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 16 წლის წინ ჩატარდა, როცა „ბარსელონამ“ „არსენალი“ დაამარცხა.

შეგახსენებთ რომ ფინალური მატჩის გამართვა, სანქტ-პეტერბურგში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button