რეგიონი

ფახულანში საოკუპაციო ხაზთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 2008 წელს, ზუსტად ამ სოფელში იდგა რუსეთის საოკუპაციო ჯარი, შენობა კი, რომელშიც ახლა სოფლის თემის საბჭოა, ოკუპანტების დისლოკაციის ბაზა იყო.

“ადგილობრივებს კარგად ახსოვთ მძინარე სოფელს როგორ დაესხნენ თავს ტანკებით.”,-აღნიშნა წალენჯიხის მერმა.
მისივე თქმით,დღეს ომის შეჩერება გადის მსოფლიო ერთიანობაზე,მსოფლიომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს, რადგან პუტინის აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება.

“ჩვენ და უკრაინა ვართ ქვეყნები, რომლებმაც ვიცით, თუ რა არის რუსის ჯარი, რა არის ოკუპაცია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20-მდე უკრაინელი ბავშვი შევიფაროთ, მოვუაროთ. მოვუწოდებთ სხვა მუნიციპალიტეტებსაც, ჩაერთონ ამ აქციაში და ქმედითად დაუდგნენ გვერდში უკრაინელ ხალხს, რადგან იმ პრობლემას, რაც მსოფლიო უსაფრთხოებას გააჩნია დღეს, სახელი აქვს და ამ სახელს ჰქვია პუტინის რუსეთი”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ტანკები კიევის მიმართულებით მიემართებიან.
მსოფლიო ლიდერები რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და მის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის  თეა შონიას  ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button