სპორტი

ჩილე და არგენტინა კოპა ამერიკას მეოთხედფინალში არიან

A ჯგუფის მესამე შეხვედრაში არგენტინა პარაგვაის დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით: 1:0 დაამარცხა. 3 თამაშის შემდეგ მესი და კომპანიას 7 ქული აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არგენტინა მეოთხედფინალშია.

ბრაზილიაში გამართულ მატჩში „ალბისელესტემ“ ერთადერთი გოლი შეხვედრის დებიუტშივე გაუტანა პარაგვაელებს. გოლი პაპუ გომესის ანგარიშზეა.

ჯგუფის მეორე მატჩი ჩილესა და ურუგვაის შორის გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ფრე ჩილეს აწყობდა და მომდევნო ტურის საგზური გაინაღდა კიდეც. ურუგვაის 2 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში ჩარჩენის რეალური კანდიდატია.

ურუგვაელები 24 ივნისს ბოლო ადგილზე მყოფ ბოლივიას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკას ჯგუფები 5 გუნდიანია, საიდანაც მეოთხედფინალში 4 გუნდი ხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button