მნიშვნელოვანიმსოფლიო
ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი სახლს დაეცა – არის მსხვერპლი

ჩილეს სამხრეთით, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც პირდაპირ საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას, Agence France-Presse ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიაკატასტროფას სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში, სახლი ცარიელი იყო.