მნიშვნელოვანიმსოფლიო

მაკრონი ნოტრ-დამის აღდგენას, 5 წელიწადში ვარაუდობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელემიმართვა გაავრცელა, სადაც სურვილს გამოთქვამს, პარიზის ღვთისმშობლის ტარაძრში, აღდგენითი სამუშაოები 5 წელიწადში დასრულდეს. მაკრონის თქმით, ამისთვის ძალების მობილიზება მიმდინარეობს.

,,დიახ, ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს და მას კიდევ უფრო ლამაზ ტაძრად ვაქცევთ. მსურს, რომ ეს სამუშაოები ხუთ წელიწადში დასრულდეს”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენადუკვე 680 მილიონ დოლარზე მეტია შეგროვილი. ტაძრის მსხვილი შემომწირველები არიან ბიზნესმენები და ბანკები.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. შედეგად, ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ასევე, გადარჩენილია ტაძარში არსებული რელიკვიები.

ნახეთ, როგორ გამოიყურება ნოტრ-დამის კათედრალი ხანძრის შემდეგ:


Ludovic Marin/AFP via Getty Images

მსგავსი პოსტები

Back to top button