ლაგოდეხში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა [აუდიო]

ლაგოდეხში ახლად რეაბილიტირებული № 1 საბავშვო ბაღი გაიხსნა. მთლიანად გარემონტდა ორ სართულიანი შენობა, შეცვალა ყველა სახის კომუნიკაცია და ინვენტარი.

ხელშეკრულებას ხელი იაპინიის სალჩოსა და “სამოქალაქო განვითრების ასოციაცის” შორის გასულ წელს მოეწერა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით მოხდა ბაღისთვის ინვენტარის შეძენა.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ.

ჯამში პროექტზე 150 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

მოუსმინეთ იაპონიის ელჩის, ტოშიო კაიტანის და ა/ო “ქეა საერთაშორისო კავკასიაში”ხელმძღვანელის გიორგი ღლონტის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button