ჩინეთში გემის ჩაძირვის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა[Video]

თბომავალმა „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“, რომლის ბორტზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ჩინეთის აღმოსავლეთით, მდინარე იანძზე კატასტროფა განიცადა, – გვატყობინებს სააგენტო „სინხუა“. ინციდენტი 2 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ გემზე 397 მგზავრი, 42 ეკიპაჟის წევრი და 5 ტურისტული სააგენტოს მუშაკი იმყოფებოდნენ. ყველა მგზავრი ჩინეთის  მოქალაქე იყო.

ამჟამად, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. „სინხუა“ აღნიშნავს, რომ 7 ადამიანი გადარჩა, ინფორმაცია დანარჩენების შესახებ  ჯერ არ გავრცელებულა. ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, 13 ადამიანი გადაარჩინეს.

წინასწარი გამოძიებით, გემი არ იყო გადატვირთული და სამაშველო ჟილეტების რაოდენობა წესდებას შეესაბამებოდა. მაშველები მყვინთავების დახმარებას ითხოვენ და ჯერ არ ხსნიან გემის ძირს.

უკვე ცნობილია, რომ პოლიციამ გემის კაპიტანი და უფროსი მექანიკოსი დააკავა.

თბომავალი ნანკინიდან ცუნცინში მიემგზავრებოდა. გემის კაპიტნის და მთავარი ინჟინრის თქმით, კატასტროფის მიზეზი ძლიერი ქარიშხალი გახდა.

ავარიის ადგილზე, მდინარის სიღრმე, 15 მეტრს არ აღემატება.

ანალოგიური ინციდენტი, მდინარე იანძზე, მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში მოხდა, შედეგად, 20 ადამიანი უკვალოდ დაიკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button