რონალდომ სარეკორდო “ოქროს ბუცი” მოიგო
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომა 2014-15 წლების სეზონის “ოქროსბუცი” მოიგო.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 48 გოლი გაიტანა და ევროპისჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი კარიერაში უკვე მეოთხედ გახდა.
მეორე ადგილზე ლიონელ მესი (ბარსელონა) გავიდა, მესამეზე სერხიო აგუერო (მანჩესტერსიტი), შემდეგ მოდიან ჯონათან სორიანო (ზალცბურგი) და ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).
რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ოქროს ბუცი” ოთხჯერ მოიგო. მან ამჯილდოს მოგება 2008, 2011 და 2014 წლებში შეძლო (გასულ წელს მან ტიტული ლუისსუარესთან ერთად გაიყო). აღნიშნული ტიტული კი მესიმ სამჯერ მოიგო.