მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩინეთის სადაზვერვო ბურთი აშშ-მ ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდო

4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე – მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის.
თავდაცვის უწყების ცნობით, აეროსტატი F-22-ის ტიპის თვითმფრინავმა ერთი რაკეტით ჩამოაგდო. სამხედროები ამჟამად ჩამოგდებული ბურთის ნაწილებს აგროვებენ, რათა შემდგომში შეისწავლონ ისინი.
ჩინური საჰაერო ბურთის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
„საჰაერო ბურთის შესახებ ოთხშაბათს მაცნობეს. იმავე დღეს პენტაგონს დავავალე მისი რაც შეიძლება მალე ჩამოგდება. ხმელეთზე ვინმესთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, მათ გადაწყვიტეს, რომ ამისთვის საუკეთესო დრო იქნებოდა წყლის თავზე. მათ წარმატებულად ჩამოაგდეს ის. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მფრინავებს, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 თებერვალს უპასუხა – “ჩვენ მას მოვუვლით”.

როგორც ცნობილია, ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს შემდეგი კვირის დასაწყისში აპირებდა და შეხვედრები დაგეგმილი ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თუმცა ბურთის აღმოჩენის გამო ჩინეთში კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გამოთქვა “ძლიერი უკმაყოფილება და პროტესტი აშშ-ს მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამოქალაქო უპილოტო თვითმფრინავებზე”.
„გადამოწმების შემდეგ ჩინურმა მხარემ არაერთხელ აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ საჰაერო ხომალდი სამოქალაქო გამოყენების იყო და აშშ-ის სივრცეში ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს იყო აბსოლუტურად შემთხვევითი ინციდენტი“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჩინეთი აცხადებდა, რომ ბურთი ამინდს იკვლევს და ის უბრალოდ თავისი ტრაექტორიიდან გადავიდა. პენტაგონი უარყოფს ამ ვერსიას, ისევე, როგორც ჩინეთის განცხადებას, რომ ბურთი სადაზვერვოდ არ გამოიყენება და მას მცირე სანავიგაციო შესაძლებლობები აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button