მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დანაკარგების შესავსებად რუსები ახლა უკვე პატიმარ ქალებს იყენებენ

ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის რუსებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ციხიდან პატიმარი ქალების რეკრუტირება მოახდინეს. როგორც უწყება წერს, ამ კვირაში, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, 50-მდე ქალი წაიყვანეს გამოსასწორებელი კოლონიიდან:

„ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს. ასევე ცნობილია, რომ მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები”, – წერის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, აქამდე დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ მათი ცნობით “ვაგნერის” დაჯგუფების მიერ რუსი პატიმრების რეკრუტირების ტემპები თანდათან მცირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button