ჩინეთის ზოოპარკში ვეფხვმა მნახველი ცოლ-შვილის თვალწინ დაგლიჯა [Video]
ჩინეთის ზოოპარკ Ningbo-ში (ჩეძიანის პროვინცია) ვეფხვის თავდასხმის გამო ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, – გვაცნობებს The Global Times.
მნახველი ვოლიერთან ძალიან ახლოს მივიდა და იგი ვეფხვმა თავისთან შეითრია. ზოოპარკის თანამშრომლებმა ვეფხვის დაფრთხობა პეტარდების მეშვეობით სცადეს, მაგრამ მათმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო. მიღებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
ზოოპარკის მუშაკები იძულებულნი გახდნენ, რომ მხეცი ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლათ. ტრაგედიის ადგილზე დაღუპულის ცოლ-შვილი იმყოფებოდა.