Google-ის დამფუძნებელი ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე გამოცხადდა [Photo/Video]

Google-ის დამფუძნებელი და ჰოლდინგ Alphabet-ის პრეზიდენტი, სერგეი ბრინი მიტინგზე გამოცხადდა, რომელიც ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებულების საპროტესტოდ გაიმართა. ინფორმაციას Twitter-ის მომხმარებლები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ აშში-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ პარასკევს მიღებული ბრძანებულებისმ იხედვით, აშშ-ში შეწყვიტეს სირიიდან დევნილების მიღება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან დევნილების მიღების პროგრამა 120 დღით გაყინეს, რათა ქვეყანაში “რადიკალი მუსულმანი ტერორისტები“ არ მოხვდნენ.

ასევე ტრამპისგან გაცემული კარგულების მიხედვით, ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებმა ამერიკაში გამგზავრებაზე უარი უნდა განაცხადონ იმ შემთხვევაში, თუ მათ აშშ-ში ბინადრობის ნებართვა ან დიპლომატიური ვიზა არ აქვთ.

როგორც The Washington Post-ი წერს, 28 იანვარს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულება მიგრანტების გაძევების თაობაზე ნაწილობრივ შეაჩერა.

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ აშშ-ში ყოფნის უფლება იმ პირებს დართო, რომლებიც ქვეყანაში უკვე ჩავიდნენ და მოქმედი ამერიკული ვიზა გააჩნიათ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში დროებით დარჩენის ნებართვა მხოლოდ იმ 200 ადამიანს შეეხება, რომელიც ქვეყნის აეროპორტების სატრანზიტო ზონებში დააკავეს.

„აქ იმიტომ გამოვცხადდი, რომ ლტოლვილი ვარ“, – განაცხადა ბრინმა და აღნიშნა, რომ მიტინგზე, როგორც კერძო პირი მივიდა.

აქციაზე ასევე შენიშნეს სტარტაპ-აქსელერატორ Y Combinator-ის ხელმძღვანელი სემ ალტმანი.

აღსანიშნავია, რომ სერგეი ბრინი 1973 წელს, მოსკოვში, ებრაელი მათემატიკოსების ოჯახში დაიბადა. 1979 წელს 5 წლის სერგეი მშობლებთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

ცნობილი გახდა, რომ 28 იანვარს Google-ის ხელმძღვანელობამ მაუნთინ-ვიუს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მისი თანამშრომლები სამუშაო ადგილზე სასწაფო წესით უნდა დაბრუნებულიყვნენ. ბოლო მონაცემებით, ახალი კანონი კომპანიის 200 მუშაკს უკვე შეეხო.

[print_gllr id=52228]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button