ჩინეთმა კოსმოსში საკუთარი რაკეტა გაუშვა [VIdeo]
ჩინეთში პილოტირებული კოსმოსური ხომადის, “შენჯოუ-11”-ის გაშვება განხორციელდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული მოვლენა ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ (CCTV) პირდაპირ ეთერში გააშუქა.
კოსმოსური ხომალდი “ცუცუანის” კოსმოდრომიდან რაკეტმზიდი Long March-2-ის მეშვეობით გაეშვა. ეკიპაჟი კოსმოსში 1 თვის განმავლობაში იმუშავებს.
ხომალდის ეკიპაჟი 2 ასტრონავტისგან შედგება: 50 წლის მეთაურის – ცინ ჰაიპენისა და შენ დუნისგან.