სოხუმში ტელევიზიასთან აფეთქება მოხდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის ტერიტორიზე, უცნობმა პირმა თავი აიფეთქა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას თქმით შემთხვევა ორშაბათს დილით 7 საათზე მოხდა.
„ტელევიზიის ტერიტორიაზე ერთმა პირმა თავი აიფეთქა. ცხადი იყო, რომ მას ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. სავარაუდოა, რომ ის მარტო არ იყო. ტარდება ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები.“- განაცხადა კობახიამ.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის ჯერჯერობით არ ვრცელდება.