ჩინეთმა შიდა ფრენების 40 პროცენტი აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, საუბარია ძირითადად იმ ფრენებზე, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხორციელდება. ქვეყნის ამ ნაწილში ბევრი შრომითი მიგრანტი ცხოვრობს.
ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მარტის თვეში ჩინეთში 6 533 ფრენა განხორციელდა, რაც თებერვალთან შედარებით, 20,5 პროცენტით მეტია.
საერთაშორისო ფრენები ჩინეთში ამ დრომდე შეზღუდულია.