მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ.
“მაიკროსოფტის” სერვერებზე განხორციელებული კიბერთავდასხმა წლის დასაწყისში დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით 30 000-ზე მეტ ორგანიზაციაზე მოახდინა გავლენა.
ამერიკულმა მხარემ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში კომპანიებზე, უნივერსიტეტებსა და სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმის ბრალდებით საქმე აღძრა ჩინეთის ოთხი მოქალაქის მიმართ.
კიბერშპიონაჟი დაგმეს NATO-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში. ჩინეთში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ თავადაც კიბერდანაშაულის მსხვერპლი არიან. ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმაში მონაწილეებს ჩინეთის ხელისუფლება იცავს.