ჩინეთში მანქანა გამოიგონეს, რომელიც გონების ძალით იმართება [Photo/video]
ჩინეთის ნანკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კომპანია Great Wall-თან ერთად ტვინის იმპულსებით მართვადი პირველი ავტომობილი შექმნეს, – იუწყება Reuters.
სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ავტომობილის ფუნქციონალი ჯერჯერობით შეზღუდულია. მძღოლს თავის ტვინის იმპულსების მეშვეობით ავტომობილის გადაადგილება წინ და უკან, აგრეთვე მისი დამუხრუჭება, გაჩერება, კარის დაბლოკვა და გაღება შეუძლია.
მანქანის მართვა სპეციალური გაჯეტით ხორციელდება, რომელიც ადამიანის ტვინის იმპულსებს კითხულობს და მის რეტრანსლირებას ახდენს. ჩინელმა ინჟინრებმა მანქანა ინვალიდებისთვის შეიმუშავეს და მიაჩნიათ, რომ უნარშეზღუდულ ადამიანებს მის მართვაში ძალიან დაეხმრება.
როგორც ერთ-ერთი ინჟინერი აღნიშნავს, „აზრების გამომცნობ“ გაჯეტში 16 სენსორია დამონტაჟებული, რომელიც მძღოლის ელექტროენცეფალოგრამას აფიქსირებს და შემდეგ შიფრავს. ამავე დროს, მძღოლს უნდა ახსოვდეს, რომ გზაზე რთული მანევრების შესასრულებლად გონებრივი კონცენტრაციის შენარჩუნება ფრიად აუცილებელია. მაგრამ ამის მიუხედავად, ტარების დროს განყენებულ საგნებზე ფიქრი აკრძალული არაა და ადამიანს ავტოავარიის არ უნდა ეშინოდეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25054″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]