რუსეთი: სამხედრო ვერტმფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებს საქართველოს საზღვართან ფრენები არ განუხორციელებიათ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
„ბოლო დღეების განმავლობაში იმ ტერიტორიების თავზე, რომელიც საქართველოს საზღვარს ესაზღვრება, რუსეთის ვერტმფრენებს ფრენები არ განუხორციელებიათ“, — განაცხადა მან.
კონაშენკოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის უწყებას მთელი გასული დღის განმავლობაში საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე მიახლოებითი ადგილიც არ დაუსახელებიათ.
„და მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ინფორმაცია გაჩნდა, რომ სოფელ მერეთი-ზარდიაანთკარის ტერიტორიაზე თითქოსდა რუსული ვერტმფრენი შენიშნეს, აღმოჩნდა, რომ ქართულმა თავდაცვის უწყებამ ამის შესახებ „სოფლის ორღობის რადიოდან“ — რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებისგან შეიტყო, რომლებმაც აღნიშნული მოსაზრება ვიღაც პოლიციელს გაუზიარეს“, — დასძინა მან.
კონაშენკოვმა ქართველ კოლეგებს რჩევა მისცა — ვიდრე სხვა დროს ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ, ობიექტურ კონტროლს დაეყრდნონ, კერძოდ კი რადიოლოკაციურ საშუალებებს.