UEFA არ განიხილავს “სპარტაკის” ფანების მიერ თურქეთის დროშების დაწვის საქმეს [Photo/video]

UEFA არ განიხილავს რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში მომხდარ ინციდენტს, რომელიც მიმდინარე წლის 4 დეკემბერს მოხდა. საქმე მოსკოვის “სპარტაკის” ფანების მიერ “კრილია სოვეტოვთან” საშინაო მატჩის დროს თურქეთის დროშების დაწვის ფაქტს ეხება.

“UEFA დისციპლინარულ საქმეს მხოლოდ იმ მატჩებზე განიხილავს, რომლებიც ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მომხდარზე რეაგირება ეროვნული ფედერაციის კომპეტენციაა”, – ნათქვამია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის ფეხბურთის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე “სპარტაკი” ფულადი ჯარიმით (100 000 რუბლი) უკვე დასაჯა.

რუსეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25068″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button