“ბაღის დირექტორი ბავშვებს საკვებს უმალავდა”

პირველი ლოგოპედიური ბაგა-ბაღის დირექტორი ზაირა კურტანიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოში ირწმუნებიან, “გათავისუფლების მიზეზი გახდა დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებისას კვების ბლოკში აღმოჩნდა საკვების გადამალვის ფაქტი, რაც უკვე მეორედ მოხდა.

სააგენტო აცხადებს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ და მხოლოდ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება ან/და სამსახურებრივი გადაცდომა”

მსგავსი პოსტები

Back to top button