კიმ კარდაშიანის 60 წლის დედა საცურაო კოსტუმში პოზირებს [Video]

კარდაშიანების ცნობილი ოჯახის დედა, კრის ჯენერი რეალითი-შოუს გარდა ფოტოსესიებსა და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს.

ჟურნალ LOVE Magazine-ის საშობაო კალენდრის მოკლე შავ-თეთრ ფილმში 60 წლის ქალბატონი, მძიმე სამკაულებით შემოსილი, საცურაო კოსტუმში აუზში ნებივრობს.

შეგახსენებთ, რომ LOVE Magazine-ის საშობაო კალენდარში 48 წლის პამელა ანდერსონმა მზარეულის როლი შეასრულა.

ჟურნალის მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს LOVE Magazine-ის საშობაო კალენდარში ისეთ სუპერმოდელებს გადაიღებენ, როგორებიცაა: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ბელა ჰადიდი და ემილი რატაკოვსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button