ჩინეთში მაოს 36-მეტრიანი ძეგლი აღმართეს [Photo]
ჩინეთის პროვინცია ჰენანში მაო ძედუნის 36-მეტრიანი ქანდაკება აღმართეს. მონუმენტის მშენებლობა 3 მილიონი იუანი დაჯდა (დაახლოებით 462 ათასი დოლარი), – იუწყება The South China Morning Post.
საჭირო თანხა ტუნსიუის მაზრის სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა, რომლის მახლობლადაც ჩინური კომუნიზმის ფუძემდებლის ძეგლი დაიდგა.
ქანდაკება რკინაბეტონისგანაა აგებული და ოქროს საღებავით დაფარული. ადგილობრივ მკვიდრთა ვარაუდით, მონუმენტი ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა და ტურისტთა ნაკადს მიიზიდავს,
ჩინურ სოცქსელებში ძეგლმა გესლიანი კომენტარები დაიმსახურა.
“ეს არ არის თავმჯდომარე მაო, ალბათ ადგილობრივი სოფლის მკვიდრია”, – იხუმრა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
თავის მხრივ, ჩინეთის ცხოვრების ამსახველ არაფორმალურ ბლოგ Shanghaiist-ში ყურადღება იმ ფაქტს მიაქციეს, რომ მაოს ქანდაკების ფეხებთან რატომღაც მეორე თავია განლაგებული.
“ძალიან გვაინტერესებს, მაოს ამ დამატებით თავს სად განათავსებენ?” – კითხვას სვამენ ჩინელი ბლოგერები.
შეგახსენებთ, რომ მაო ძედუნი ჩინეთის ლიდერი და ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი 1945 წლიდან იყო. მაოს პიროვნება განსაკუთრებით სიმბოლურია არა მარტო ჩინელი ხალხისათვის, არამედ სრულიად კომუნიზმისთვის. მაომ საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც მიწათმფლობელების, ბიზნესმენების, ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის მტრად. შეიქმნა ღარიბი გლეხების, მუშების და ფერმერების მფარველის რეპუტაცია. ახალი თაობა იზრდებოდა და ახლაც იზრდება მაოს კულტის განდიდებით. მათ, რა თქმა უნდა, არ ახსოვთ და არ გამოუცდიათ შიმშილობის და ტანჯვის ის წლები, რომელიც მაოს რეჟიმმა ჩინელ ხალხს მოუტანა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26746″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]