თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს
დედაქალაქის მასშტაბით, სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე უბანს შეზღუდული აქვს.
წყალი ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, ზემო ფონიჭალისა და გლდანის მასივის მოსახლეობის ნაწილს სახელმწიფო ელექტროსისტემებზე მომხდარი დაზიანების გამო არ მიეწოდება.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ საგურამოსა და ნატახტარის სათავეების გამორთვის გამო, წყლის მიწოდება 15 საათამდე ვერ აღდგება. კომპანია ამ ეტაპზე დაზიანებებს სწავლობს.