გორგოძემ და ქვაცაბაიამ პირველი წრე დაძლიეს

ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე ასპარეზობენ და ჯერჯერობით, ეს კარგად გამოსდით.

მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ ავსტრიელი ივანა ჰორვატი 6:2, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ფრანჩესკა სტივენსონთან პაექრობა ელის.

მე-2 წრეში ჩეხ ანა სლოვაკოვას და უკრაინელ ოლეკსანდრა ანდრიევას შორის უმჯობესს გაეჯიბრება ქვაცაბაია. სოფომ საწყის შეხვედრაში რუს მარია ზოტოვას 6:2, 6:1 მოუგო.

წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგით მოთამაშე გორგოძემ და ქვაცაბაიამ თურქები მუაზეზ დემირჩი და ესენ კოკჩე 6:3, 6:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ავსტრიელ ჰორვატს და ხორვატ ივანკოვიჩს დაუპირისპირდებიან.

ანტალიაშივე, ვაჟთა 10-ათასიან ტურნირის კვალიფიკაციაში იაპონელ სორა ფუკუდასთან (მე-9 განთესვა) 2:6, 0:1-ს აგებდა ლაზარე კუხალაშვილი, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button