ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა ქართველი მუშები სცემეს
რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23 ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს.
არიან დაშავებულები, რომლებიც ხარაგაულის საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
შემთხვევა გვიან ღამით ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მოხდა.
პროფკავშირში აღნიშნულ თემაზე დღეს სპეციალური ბრიფინგის 14:00 საათზე გაიმართება.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.