განათლების სამინისტრო ახალ რეგულაციებზე მუშაობას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უკვე მომზადებულია ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეთა წიგნები უფრო მსუბუქი იქნება.

„ჩვენი ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა. წიგნები ჯამში საკმაოდ მძიმე გამოდის, რადგან მოცულობითია. ვყოფთ წიგნს. გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწვს მუშაობა, რაც არაერთხელ მითქვამს. ჩანთის სიმძიმე მარტო წიგნის სიმძიმიდან არა, გაკვეთილების სიმრავლიდანაც გამომდინარეობს. ანუ 7 თუ 8 გავკეთილი თუ აქვს, უფრო მეტი წიგნი და რვეული უნდა წაიღო“,-განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე სკოლებში წიგნების ელექტრონული ასლების გამოყენების შესაძლებლობაზეც მუშაობს. ინოვაციური პროექტი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს თავად აირჩიოს წიგნში იმუშაოს, თუ ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს.

„უნდა გაჩნდეს ნებაყოფლობითი ალტერნატივა, ელქეტრონული სახელმძღვანელო. ანუ, თუ ოჯახს სურვილი აქვს, რომ ბავშვმა სახლში ვთქვათ, ქაღალდის წიგნებით იმუშაოს, მაგრამ სკოლაში – ელქტრონული ასლებით, ამის საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ოჯახის გადასაწყვეტია, უნდა თუ არა, მისმა შვილმა ელექტრონული სახელმძღვანელოებით ისარგებლოს“,-აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button