მსოფლიოსიახლეები

ჩინურმა კომპანიამ მფრინავი სახანძრო მანქანა შექმნა

ჩინურმა კომპანია EHang-მა, საჰაერო ტაქსის შემდეგ, მფრინავი სახანძრო მანქანა შექმნა. ამის შესახებ techcult წერს.

მულტიკოპტერ EHang 216-ს 145 ლიტრი ცეცხლის ქრობისთვის საჭირო ქაფის გადატანა შეუძლია. მფრინავ სახანძრო მანქანას 5 კილომეტრის დაფარვის რესურსი აქვს. ხანძრის ადგილზე მისვლისას, სახანძრო მანქანა, კამერის ოპტიკური ზუმით, ცეცხლის კერის მდებარეობას ადგენს და ქრობის პროცესს იწყებს.

მფრინავი სახანძრო საათში 130 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს და ჰაერში 21 წუთის განმავლობაში ჩერდება.

ამ დროისათვის, მულტიკოპტერი EHang 216-ი მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე გამოიყენება. თუმცა, კომპანია გეგმავს, რომ მფრინავი სახანძრო მანქანები მსოფლიო ბაზარზეც გაიტანოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button