საქართველოსიახლეები

“ჩიპების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, არ სჯერათ”

“ბევრი სხვადასხვა ცენტრი არის მსოფლიოში, რომელიც ამზადებს ვაქცინას, უკვე მზადაც აქვთ და გამოცდაც მიმდინარეობს.” – განაცხადა “იმედის” ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

“მოგეხსნებათ, გამოცდის სხვადასხვა ფაზაა, პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არა მგონია, ვაქცინა რეალურად გამოჩნდეს მსოფლიო ბაზარზე ზამთარზე ადრე. არ მგონია, ეფექტიანი ვაქცინა მანამდე ხელმისაწვდომი იყოს. ეფექტიანი წამალი შეიძლება უფრო ადრე გვქონდეს…

“ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავდებების, დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება.” – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button