“ჩირო გალსკის” ცხედარი გალში ვერ გადაასვენეს

“ჩირო გალსკის” ცხედარი გალში ვერ გადაასვენეს-ხვალ კი ზუგდიდში დაკრძალავენ
საბერძნეთში გარდაცვლილი კანონიერი ქურდის ჩირო შონიას (კრიმინალურ წრეებში – ჩირო გალსკი) ახლობლები ე.წ.აფხაზეთის საზღვარზე, ენგურის ხიდის თავში შეიკრიბნენ და ცხედრის მისი მშობლების გვერდით დაკრძალვას ითხოვდნენ.
როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ იტყობინება, შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.
„არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, აკრძალა ჩირო შონიას ცხედრის გადატანა საზღვარზე. იქ შეკრებილი აქციის მონაწილეები კი მილიციამ დაარბია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემდეგ, კი შონიას ახლობლებმა მიიღეს ზეპირი პირობა,რომ
მხოლოდ 2022 წლის მარტში, “საპარლამენტო არჩევნების” დასრულების შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება გალში.,-წერს გამოცემა.
56 წლის ჩირო შონია ახალი წლის ღამეს საბერძნეთში, ათენში გარდაიცვალა.მისი გარდაცვალების მიზეზი ფილტვების კიბოა.
ჩირო შონიას ცხედარი ამჟამად ზუგდიდშია დასვენებული. კერძოდ კი ღვთისმშობლის შობის ტაძარში,-უთხრა ტაძრის წინამძღვარმა ილარიონ შენგელიამ რადიო თბილისს.
ახლობლებლების ცნობით,მის ცხედარს ზუგდიდის ერთ-ერთ სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ.