რეგიონი

პოლიციელების ცემისათვის დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს

საგარეჯოში პოლიციელების ცემისათვის დაკავებულ ორ პირს, პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, დახურულ სხდომაზე, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და არ დაეთანხმა დაკავებულების ადვოკატს, რომელიც ბრალდებული პირებისათვის ხუთი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაკავებულებს შორის, ერთ- ერთი არასრულწლოვანია, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყა.
მომხდარ ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, გუშინ განთავისუფლდა.

ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის, 7 იანვარს, საგარეჯოს ცენტრში მოხდა.
ახალგაზრდების ჯგუფის უკმაყოფილება, ავღანეთში მებრძოლი საგარეჯოში ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს, ქალაქში საზეიმო ღონისძიების ჩატარებას მოჰყვა.

დაშავებულია სამი პოლიციელი, ერთს თავზე შუშის საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისსდმო დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button