
თურქეთში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ანკარა-კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი რელსებზე მდგომ ლოკომოტივს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ანკარას პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.