მნიშვნელოვანისიახლეები

ჩიტაძის ქუჩიდან გდდ-ის თანამშრომლები გამოიყვანეს- შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანაც

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

როგორც შსს- გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – წერია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას მშვიდობიან მსვლელობით წრეს შემოარტყამენ. აღნიშნულისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა.

აქციის მონაწილეები „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“ სკანდირებენ.

სამართალდამცავები მათ მსვლელობის უფლებას არ აძლევენ და ისინი კორდონის გარღვევას ცდილობენ, პარალელურად ვრცელდება კადრები, რომ ჩიტაძის ქუჩიდან გდდ-ის თანამშრომლები გამოიყვანეს. შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანაც.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button