ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა მის მიმართ “მოძრაობა საქართველოს” წევრების მიერ სუსში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც დავით გოგუა აცხადებს, ეს არის მორიგი ბინძური კამპანია მის წინააღმდეგ .
,,ეს არის მორიგი ცილისწამება, სრული აბსურდია რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მორიგი ბინძური კამპანია.
მოწმენდილი ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს შედარებაც შეუძლებელია ამ ცილისწამებაზე
იქით ვუჩივლებ ამ ბინძური კამპანიის გამო“ – განაცხადა მედიასთან ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ.
შეგახსენებთ, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა ჩხოროწყუს მერიის დავით გოგუას წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სარჩელი შეიტანეს. მათი განმარტებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადასცემენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რაც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს. განცხადება სუსში მოძრაობის წევრმა ალიკა კუპრავამ შეიტანა.
მოძრაობის წევრები რამდენიმე დღეა, სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით მდებარე დაუმორჩილებლობის კარავში იმყოფებიან. მათი ძრითადი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.