მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩია

ჩხოროწყუს საკრებულომ პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ჯერჯერობით ვერ აირჩია.

საკრებულოს სხდომაზე დღეს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი წარადგინეს.

პარტია “საქართველოსთვის” შოთა წურწუმია და “ქართული ოცნებიდან” ჯუმბერ იზორია.

კენჭისყრის ჩატარებამდე პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელს შოთა წურწუმიას ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრობამ”, ლელომ და “საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა

მათ აღნიშნეს,რომ ცვლილებების დროა.

კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა: შოთა წურწუმია – 12 ხმა, ჯუმბერ იზორია -13. 1 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან ორივე კანდიდატი გადახაზული იყო.

ვინაიდან პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გამარჯვებისთვის საჭირო ნახევარზე მეტი – 14 ხმა. ამიტომ ფარული კენჭისყრა ხელმეორედ გაიმართება, მასში, კანონის თანახმად მონაწილეობას მიიღებს ერთი კანდიდატი, ჯუმბერ იზორია, რადგან მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

გახარიას პარტიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის – პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, 7- “ნაციონალურ მოძრაობას”, 1 -“ლელოს” და 12 “ქართულ ოცნებას”. დღეს სხდომას ენმ -ის 1 დეპუტატი რამაზ გულუა არ ესწრებოდა.იგი კარანტინში იმყოფება.

რადიო თბილისის კორესპონდენტი  სამეგრელოდან თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button