ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში დეპუტატებს ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა.

ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას “უცხო ქვეყნის რეზიდენტი” უწოდა. ემზარ კვიციანმა ევროპული საქართველოს წევრებს წყალი შეასხა და ჭიქა ესროლა.

კამათი დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომის ღიაობა მოითხოვეს. 

ოპოზიციის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა არა დახურული, არამედ ღია იყოს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button